კონკურსი

22-04-2013

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა ”ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2013 წლის კონკურსი".

ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის საგრანტო კონკურსის მიზანია დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შეირჩნენ და დაფინანსდნენ ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, გაიარონ სტაჟირება უცხოეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. კონკურსი ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობას, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, საერთაშორისო სამეცნიერო კონტაქტების დამყარებასა და გამოცდილების შეძენას.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: საქართველოში მუდმივად მცხოვრებ არა უმეტეს 40 წლის საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ფლობს ინგლისურ ან იმ ქვეყნის სახელმწიფო ენას, სადაც ახალგაზრდა მეცნიერი გეგმავს სტაჟირების გავლას, ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით, ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აქვს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი ან არის რეზიდენტი ან დოქტორანტი.

საგრანტო პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობაა 8 თვე.
სამეცნიერო -კვლევითი სტაჟირება უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 1 აგვისტოსი.

ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.

პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2013 წლის 29 მაისის 24 საათამდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადება ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2013 წლის 5 ივნისის 18 საათისა.

დეტალური ინფორმაცია, კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები