ESN - ერაზმუსის სტუდენტური ქსელი - მოხალისეების მიღება

ESN - ერაზმუსის სტუდენტური ქსელი - მოხალისეების მიღება

29-01-2019 ESN - ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ESN Tbilisi ISU ლოკალური სექცია იწყებს მოხალისეების მიღებას ორგანიზაციაში.

ESN - ერაზმუსის სტუდენტთა ქსელი არის მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაცია, რომლის მთავარი მისიაა საერთაშორისო სტუდენტების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პრინციპით "სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს".

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ საწევრო აპლიკაცია 2019 წლის 10 თებერვლამდე.

აპლიკაცია განიხილება მხოლოდ რეზიუმესთან ერთად.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

 

სიახლეებში დაბრუნება