საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

29-01-2019 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე www.eqe.ge რეგისტრაციის შემდეგ, განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2019 წლის 6 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით.

საბუთების მიღება იწარმოებს 10:00-დან 16:00 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, მისამართზე: მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განცხადება
- პირადობის მოწმობის დედანი და ასლი
- სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით
- ატესტატის ასლი; მაგიტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - წინა საფეხურის დიპლომის ასლი
- პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის, სტატუსის შეჩერების / აღდგენის / შეწყვეტის) დამოწმებული ასლები
- სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისთვის)

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია 1 თებერვლის 18:00 საათზე დასრულდება, მობილობის შედეგები კი 6 თებერვალს გამოქვეყნდება ელექტრონულ პორტალზე www.eqe.ge.

 

სიახლეებში დაბრუნება