ლიტერატურული საღამო

17-04-2013
ლიტერატურული საღამო
 
17 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩატარდა შეხვედრა პოეტ ტარიელ ჭანტურიასთან. შეხვედრა გაიმართა სტუ-ის საგამომცემლო სახლებთან თანამშრომლობის პილოტური პროექტის ფარგლებში, რომელიც საგამომცემლო სახლებთან თანამშრომლობით სტუ-ში ახალი წიგნების პრეზენტაციისა და ლიტერატურული საღამოების გამართვას გულისხმობს.
ლიტერატურული საღამო სტუ-ის ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის დირექტორმა, ვაჟა პაპასკირმა გახსნა. შეხვედრაზე გაიმართა პოეტის ახალი კრებულის „საიტ.უმლო ბარათი 3“-ის პრეზენტაცია. ტარიელ ჭანტურიას შემოქმედებაზე პოეტმა თემურ ჩალაბაშვილმა ისაუბრა. თავად ტარიელ ჭანტურიამ წაიკითხა თავისი ლექსები. სტუდენტებმა პოეტს დაუსვეს კითხვები როგორც მის შემოქმედებასთან, ისე განვლილ ცხოვრებასთან დაკავშირებით. 
ამასთან, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სტუ-სა და გამომცემლობა “ინტელექტს” შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები