კონფერენცია

17-04-2013
ახალგაზრდა ინჟინრების როლი
საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითრებაში
 
17 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახა კალაძემ გახსნა კონფერენცია „ახალგაზრდა ინჟინრების როლი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში“.
 
კონფერენცია  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  ორგანიზებით, ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტის (HIPP) ფარგლებში გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ
აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატისა და ამავე უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და სტუდენტები.
 
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში, ამასთანავე, ღია დისკუსიის სტიმულირება და ინფორმაციის გაზიარება ენერგეტიკის სფეროში მიმდინარე მოვლენების შესახებ, ენერგოსექტორში მომუშავე ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
 
აღსანიშნავია, რომ სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ასევე, გამართეს საკუთარი ნაშრომების პრეზენტაცია და მინისტრს თავიანთი ხედვები გააცნეს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები