გამოფენა

16-04-2013

 ირანის თავისუფალი ზონების მიღწევების გამოფენა

17 აპრილს სპორტის სასახლეში გაიმართება ირანის თავისუფალი ზონების მიღწევების გამოფენა. გამოფენაში მონაწილეობას ღებულობს  ირანის განათლების, კულტურისა და კვლევების აკადემიური ცენტრი, რომელსაც წარმოდგენილი ექნება  თავისი მიღწევები შემდეგ სფეროებში:

  1. ჰიბრიდული ელექტროსადგური (მზის და ქარის ენერგიით მომუშავე), რომელიც სპეციალური ტურბინებისა და მზის ბატარეების საშუალებით გამოიმუშავებს ელექტროენერგიას;
  2. ჰიბრიდული ელექტრო ბოძები (მზისა და ქარის ენერგიით მომუშავე); ქარის ტურბინები და მზის ბატარეები;
  3. სამკურნალო მცენარეები (ცენტრში ფუნქციონერებს სამკურნალო მცენარეების კვლევების განყოფილება. ირანის თითქმის ყველა რეგიონში მზადდება სამკურნალო მცენარეებისგან მიღებული სხვადასხვა სახის პრეპარატები);
  4. ენტერალური კვება (ზონდით კვება) (როდესაც კომაში მყოფი ადამიანები სახლის პირობებში საკვებს იღებენ  სპეციალური ზონდებით. გავრცელებულია ოთხ ქვეყანაში);
  5.  კომბაინის მიერ გადამუშავებული პროდუქციის საზომი ხელსაწყო (აღნიშნული ხელსაწყო დამზადებულია ირანში, ის მაგრდება სასოფლო–სამეურნეო კომბაინებზე და იძლევა სრულ ინფორმაციას სამეურნეო პროდუქციის ზომებისა და მიწის ნაკვეთის პარამეტრების შესახებ);
  6. უშვილობის მკურნალობა (მკურნალობა ხდება ღეროვანი უჯრედების გამოყენებით როიანის კვლევეითი ცენტრის მიერ ირანსა და სხვადასხვა ქვეყნებში: აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა და თურქეთი);
  7. ადგილმდებარეობის საინფორმაციო პროგრამა (GIS). აღნიშნული პროგრამით შესაძლებელია  ქალაქში არსებული სხვადასხვა ობიექტების  მდებარეობის განსაზღვრა და ინფორმაციის ანალიზი;
  8. ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი; ახალშობილის ჭიპლარიდან ღეროვანი უჯრედების შენახვა.  

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები