პრემია Tech Awards

16-04-2013
Tech Awards პრემია
 
კალიფორნიის ინოვაციების ტექნიკური  მუზეუმი (კალიფორნია, აშშ) აცხადებს კონკურსს Tech Awards პრემიის მისაღებად. Tech Awards წარმოადგენს საერთშორისო პროგრამას ახალგაზრდა მეწარმეებისა და ინოვატორებისთვის, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს საზოგადოების სასარგებლოდ იყენებენ. პრემია გადაეცემა 10 ლაურეატს შემდეგი კატეგორიებიდან: გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და ეკონომიკა. მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ინოვატორებს 27 წლამდე.
კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრემია 75000 ან 25000 აშშ დოლაის ოდენობით.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 01.05.13.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://thetechawards.thetech.org/submit-application

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები