ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მოსწავლეთა წარმატება

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - სტუ-ს მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მოსწავლეთა წარმატება

24-01-2019 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მოსწავლეები პროფ. ჯემალ გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით (სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) მონაწილეობას ღებულობენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, რომლის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (Millennium Challenge Account – Georgia).

ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა  საინჟინრო აკადემიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს  Arduino-ს პლატფორმაზე შემუშავებული სხვადასხვა ტექნიკური სისტემები და პროექტებმა - „ტემპერატურის არამკაფიო რეგულიატორი“,  „რობოტმანქანა სმარტფონ/პლანშეტით დისტანციური მართვით“, „მძღოლთა რეაქციის შეფასებისა და ტრეინინგის მოწყობილობა“ - წარმატებით გაიარეს თასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ ნახევარფინალში.

 

სიახლეებში დაბრუნება