პროექტის პრეზენტაცია

16-04-2013

ბრუკჰავენის ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი სტუ-ში 

14-15 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიას, პენტაგონის მიერ დაფინანსებული პროექტის (“P-549”) ფარგლებში, სტუმრობდა ბრუკჰავენის (აშშ) ნაციონალური ლაბორატორიის მონიტორინგის ჯგუფი. 14 აპრილს ჯგუფის წევრებმა სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს, 15 აპრილს კი - სტუ-ის ადმინისტრაციულ კოპრუსში, შეხვედრების ოთახში, მათ ჩაატარეს პროექტის პრეზენტაცია. 

ორწლიანი პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ელექტრომექანიკის სამეცნიერო კვლევით ლაბორატორიაში მუშავდება. ეს საპარტნიორო კომერციული პროექტია, რომელიც საქართველოში პირველად დაფინანსდა. 

პროექტის ფარგლებში, საქართველოში ჩამოვიდნენ ექსპერტები: აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი (ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორია) ვასილ ჯორჯაძე; აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების პროგრამის ხელმძღვანელი (ბრუკჰავენის ნაციონალური ლაბორატორია) როჰატგი უპენდრა; აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი დონალდ ლესერი (ლოურენც ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორია); აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროექტების წამყვანი ბილ ფრიმანი (ქ. კანზასის საწარმოო გაერთიანება); აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროგრმის პარტნიორი აშოტ ტუმაგიანი (ტექნოლოგიების ტრანსფერის კომპანიის ხელმძღვანელი); აშშ-ის ენერგეტიკის სამიპნისტროს საპარტნიორო სამეცნიერო პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციის, "Energytech"-ის ხელმძღვანელი იგორ ბარსუკოვი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები