ბრძანება

25-03-2008
                 ს.ს.ი.პ.                                                      
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
 
     ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
 
---------------------------N-----------
 
შრომითი დისციპლინის შესახებ
 
 
უნივერსიტეტში შრომითი დისციპლინის განმტკიცების მიზნით
 
 
  1. ამა წლის 24 მარტიდან მიმდინარე სემესტრის ყველა სასწავლო კვირაში ერთხელ, არა ნაკლებ ორ ფაკულტეტზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტის ხელმძღვანელობის მიერ ერთობლივად ჩატარდეს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ორგანიზაციული ნაწილის _ სასწავლო ცხრილის შესაბამისად აკადემიური პერსონალის მიერ მეცადინეობის ჩატარების შემოწმება;
  2. სასწავლო ცხრილის შესაბამისად აკადემიური პერსონალის მიერ მეცადინეობის ჩატარების (გამოცხადება, მეცადინეობის დაწყება, მეცადინეობის დამთავრება) შემოწმება მოხდეს მხოლოდ მეცადინეობის დაწყებამდე/მეცადინეობებს შორის შესვენების დაწყებისას;
  3. შემოწმების შედეგები დაფიქსირდეს შემოწმების აქტით (დანართი 1)
  4. სტუ-ს პროფესორის/მოწვეული სპეციალისტის მიერ სასწავლო ცხრილით განსაზღვრული მეცადინეობის გაცდენის/დროზე არ დაწყების/ადრე დამთავრების ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში დისციპლინარული სასჯელი განისაზღვროს სტუ-ს ეთიკის კოდექსის (თავი 3. პუნქტი 3.1.5) შესაბამისად;
  5. ხელმძღვანელობა ამ ბრძანების  მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად შემოწმებების ჩატარებაზე დაევალოს სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს, პროფესორ ს.ესაძეს
  6. დაევალოს სტუ-ს ფაკულტეტების დეკანებს უზრუნველყონ: ბრძანების გაცნობა აკადემიური პერსონალისთვის (სტუ-ს პროფესორი/მოწვეული სპეციალისტი);
  7. ბრძანება განთავსდეს სტუ-ს ვებ-გვერდზე; გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
  
საფუძველი: სტუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი
 
რექტორი, პროფესორი                                     ა.მოწონელიძე
 
ვიზები:
რექტორის მოადგილე, პროფესორი                        ა.ფრანგიშვილი
 
ხარისხის უზრუნველყოფის
სამსახურის უფროსი, პროფესორი                                ს.ესაძე
 
სწავლებისა და მეცნიერების სამმართველოს
უფროსი, პროფესორი                                          ი.ლომიძე
 
 
სტუდენტური თვითმმართველობის
პრეზიდენტი                                                   თ.დუნდუა
 
სამართლებრივი უზრუნველყოფის
სამმართველოს უფროსი                                     ბ.მაისურაძე 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები