II საერთაშორისო სიმპოზიუმი „სეისმომედეგობა და საინჟინრო სეისმოლოგია“

II საერთაშორისო სიმპოზიუმი „სეისმომედეგობა და საინჟინრო სეისმოლოგია“

16-01-2019 16 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა II საერთაშორისო სიმპოზიუმი „სეისმომედეგობა და საინჟინრო სეისმოლოგია“, რომელიც პროფესორ გიორგი ქარცივაძის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი და საქართველოს საინჟინრო აკადემია.

სიმპოზიუმის თემატიკას წარმოადგენს გეოლოგია და საინჟინრო სეისმოლოგია; შენობებისა და საინჟინრო ნაგებობების  სეისმომედეგობის თეორიული და ექსპერიმენტული კვლევა; სეისმიური ნორმების სრულყოფა; დამანგრეველი მიწისძვრების შედეგები,  შენობა-ნაგებობების აღდგენა-რეკონსტრუქცია; გამოყენებითი მექანიკა.

ამას გარდა, სიმპოზიუმის მონაწილეებმა ისაუბრეს პროფესორ გიორგი ქარცივაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.


სიმპოზიუმი 17 იანვარს დასრულდება.


 

სიახლეებში დაბრუნება