სამედიცინო კორპორაცია ევექსი - სერვისის კონსულტანტის ვაკანსია

სამედიცინო კორპორაცია ევექსი - სერვისის კონსულტანტის ვაკანსია

15-01-2019 “სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ სტუდენტებისთვის აცხადებს სერვისის კონსულტანტის ვაკანსიას.

აღსანიშნავია, რომ „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე, პოლიკლინიკა/ჰოსპიტალი.

სამუშო გრაფიკი:  ორშაბათი - პარასკევი: 10:00 – 18:00 სთ.
                                შაბათი: 10:00 – 14:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:
• პაციენტების დახვედრა, საჭიროების შემთხვევაში დანიშნულების ადგილამდე მიცილება;
• პაციენტის ზოგადი დაკვალიანება, პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
• რიგების მართვა;
• პრობლემური სიტუაციების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
• სასურველია მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
• სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
• სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
• დისციპლინის, წესებისა და პროცედურების დაცვა;
• დეტალებზე ორიენტირებულობა;
• ოპერატიულობა და მობილიზებულობა;
• სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად და ეფექტიანად მუშაობის უნარი;
• გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებულობა;
• ინფორმაციის ანალიზის და  გადაცემის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე უნდა გააგზავნონ ელ.ფოსტაზე: acancy@evex.ge, და სათაურის ველში მიუთითონ ვაკანსიის დასახელება.

 

სიახლეებში დაბრუნება