თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს "საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის"

თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს "საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის"

10-01-2019 თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევითი საბჭოს (TUBITAK) პროგრამა "საერთაშორისო სტიპენდია გამოჩენილი მკვლევრებისთვის" მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური მკვლევრების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, თავიანთი კვლევების თურქეთში, წამყვან აკადემიურ, საწარმოო ან საჯარო ინსტიტუციებში ჩასატარებლად.

თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კვლევითი უნივერსიტეტი ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, შუა აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი (Middle East Technical University - METU) გამოთქვამს სურვილს უმასპინძლოს მკვლევრებს მთელი მსოფლიოდან და იწვევს მათ სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შესატანად.

• სტიპენდიის ხანგრძლივობაა 24-36 თვე.
• პროექტის ბიუჯეტი მოიცავს სტიპენდიებს პროექტის ხელმძღვანელებისთვის (ადრეული ეტაპზე მომუშავე მკვლევრებისთვის 20.000 თურქული ლირა თვეში და გამოცდილი მკვლევრებისთვის 24.000 თურქული ლირა თვეში), აგრეთვე, სამეცნიერო გრანტებს და დახმარებას ოჯახისა და მგზავრობისთვის.
ონლაინაპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 თებერვალი.

სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება