Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში

Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში

17-12-2018 22-28 ივლისს საქართველოს ტექიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. ნიკოლოზ აბზიანიძე ERASMUS+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროგრამით სტუმრობდა პოლონეთის პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს.

მობილობის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები პოლონური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან: სატყეო ფაკულტეტის Erasmus+ კოორდინატორი ასისტ. პროფ. ტომაშ ნაჯგრაკოვსკი (Tomasz Najgrakowski), უცხოურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი პროფ. კჟიშტოფ იაბლონსკი (Krzysztof Jablonski), პროფ. ვლოდზიმეჟ ნოვაკი (Wlodzimierz Nowak), სამაგისტრო პროგრამის შეფასების კომიისიის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. დოროტა ვრონსკა-პილარეკი (Dorota Wronska-Pilarek), საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სილაბუსების შეფასების კომისიის ხელმძღვანელი კატარჟინა კაჟმირჟაკი (Katarzyna Kazmierczak).

შეხვედრების დროს ქართველმა და პოლონელმა კოლეგებმა იმსჯელეს მობილობის პროცესში წამოჭრილ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. დეტალურად იქნა განხილული სასწავლო პროგრამის სილაბუსების შემოწმების და მობილობის დროს პარტნიორი უნივერსიტეტების სილაბუსებთან შედარების მექანიზმები, რაც ხელს უწყობს კრედიტების აღიარებისა და მობილობის სწორად წარმართვის პროცესს. საუბარი შეეხო სასწავლო პროცესის ხარისხზე დაკვირვების  მექანიზმებს და მათი ეფექტურობის ამაღლების გზებს და ასევე, უნივერსიტეტებში არსებულ ETCS კრედიტების აღიარების მეთოდოლოგიებს.

საქმიან შეხვედრებთან ერთად, მობილობის პროგრამა ითვალისწინებდა სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს. ასისტ. პროფ. ტომაშ ნაჯგრაკოვსკის ორგანიზებით, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა მოინახულა პოზნანთან არსებული მნიშვნელოვანი სატყეო და სანერგე მეურნეობები. აღსანიშნავია, რომ სანერგე მეურნეობაში ვიზიტის დროს განხილული იქნა ბორჯომში გადამწვარი ტყის მასივის რეგენერაციის შესაძლებლობი.

ახალგაზრდა ქართველ პროფესორს, ასევე, შესთავაზეს პოზნანის ღირშესანიშნაობების გაცნობა-დათვალიერება, ტრადიციული კერძების და ლუდის დაგემოვნება, ცნობილი პოლონელი მწერლის, ადამ მიცკევიჩის ბოლო მოსასვენებლის მონახულება.

აღსანიშნავია, რომ მობილობა განხორციელდა Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი.

 

სიახლეებში დაბრუნება