ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

26-12-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან 4 წლის ვადით აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი) დასაკავებლად შემდეგ ფაკულტეტებზე:
1. სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი (კოსტავას ქ. №75, III კორპუსი, III სართული, ოთახი №306,  ტ.: 238 00 50);
2. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი (კოსტავას ქ. №68, I კორპუსი, V სართული, ოთახი №574, ტ.: 236 40 35);
3. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (კოსტავას ქ. №77, VI კორპუსი, IX სართული, ოთახი №914ა, ტ.: 236 48 96);
4. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი (კოსტავას ქ. №77, VI კორპუსი, III სართული, ოთახი №306,  ტ.: 236  51 42).

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარდების ვადები

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სწავლების ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების საგანთა ჯგუფების მიხედვით და სხვ.) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge. განცხადებების მიღება იწარმოებს 2019 წლის 25 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საკონკურსო კომისიის სამდივნოში.
2. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 06 თებერვლიდან 08 თებერვლის ჩათვლით. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2019 წლის 08 თებერვლისა საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;
3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2019 წლის 11 თებერვლის ჩათვლით;
4. კონკურსის შედეგების დამტკიცება აკადემიურ საბჭოში მოხდება 2019 წლის 15 თებერვალს. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნება 2019 წლის 15 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე (www.gtu.ge),
5. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან აფილირებისა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება 2018-2019 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყებამდე 2 კვირის ვადაში.

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
გ) ასისტენტ-პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
დ) ასისტენტად შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად  (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და აკადემიური დეპარტამენტის/ ფაკულტეტის ბეჭდით);
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.

 III.  მონაწილეთა შეზღუდვა

1. კონკურსში არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით;
2. აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან  განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიური საბჭოს სხდომაზე მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული საკითხი არ განიხილება;
3. პირი, რომელიც მუშაობს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სტუ-ში გაიმარჯვებს კონკურსში, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე სტუ-თან უნდა გააფორმოს აფილირების ხელშეკრულება.

IV. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და “აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესახებ” დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე;
2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული, სასწავლო-მეთოდური და პედაგოგიური საქმიანობა; სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტის მიერ ჩატარებული ლექციის ან/და საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო


 

სიახლეებში დაბრუნება