დასაქმების ფორუმი

30-03-2013
დასაქმების ფორუმი
 
29 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფაკულტეტების მენეჯერებისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში დასაქმების ფორუმი გაიმართა . ფორუმზე წარმოდგენილი იყო საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომელთა წარმომადგენლები აპლიკანტებს პირისპირ გაესაუბრნენ. დასაქმების ფორუმის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, წარმოდგენილი კომპანიებისთვის გაეცნოთ საკუთარი თავი და დაეწყოთ მათთვის სასურველი კარიერის შექმნა.
ფორუმზე წარმოდგენილი იყო კომპანიები: “ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა”; “ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომპლექსი”; “Delta system”; “Mindstream”; “National geographic”; “Stedi lojiki (IT\sowtware)”; “FNXco Holding (IT company)”; “Wissol”; “GT Motors (Landrover, Ford, Sizuki)” და “TNS Georgia (საერთაშორისო კვლევითი კომპანია)”.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები