ლექცია

22-03-2013

საგანმანათლებლო პილოტური პროექტი 

“ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები”

22 მარტს, საგანმანათლებლო პილოტური პროექტის “ამერიკული არქიტექტურის პარადიგმების” ფარგლებში (პროექტის ორგანიზატორია სტუ-ის ასოცირებული პროფესორი, არქიტექტორი ლენა კილაძე “სტუდიო-ლ”, მხარდამჭერი -საქართველოში ამერიკის საელჩო), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტმა უმასპინძლა ცნობილი ამერიკელი არქიტექტორის ბერნარდ კარპფის მასტერკლასს “პროექტი - იდეიდან განხორციელებამდე”. ორგანიზატორები არიან ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გოჩა მიქიაშვილი და ფაკულტეტის დეკანატი.

მოგვიანებით, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში ბერნარდ კარპფმა წაიკითხა ლექცია: ამერიკული არქიტექტურის პარადიგმები - რიჩარდ მეიერის არქიტექტურა.  შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა გოჩა მიქიაშვილმა გახსნა. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, არქიტექტორმა ლენა კილაძემ, რის შემდეგაც ბერნარდ კარპფმა პრეზენტაცია გამართა. მან 15 საინტერესო პროექტი წარმოადგინა. ასევე, ნაჩვენები იყო ფილმი “არქიტექტორი რიჩარდ მეიერი”.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ არქიტექტურის, დიზაინის და ურბანისტიკის ფაკულტეტი, პროფესორები, არქიტექტორები, სხვადასხვა არქიტექტურურლი სასწავლებლის სტუდენტები, არქიტექტორთა კავშირი, არქიტექტორთა კილუბი, არქიტექტურული საზოგადოება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები