შეხვედრა

19-03-2013

სტუ-ს MCC-ის განათლების პროექტის დირექტორი და ექსპერტები ეწვივნენსტუ-ს MCC-ის განათლების პროექტის დირექტორი და ექსპერტები ეწვივნენ

 

19 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს MCC-ის განათლების პროექტის დირექტორი და ექსპერტები ეწვივნენ. შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. 

შეხვედრაზე გაიმართა ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის (ინფორმატიკა) პრეზენტაცია. განიხილეს პროგრამის ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გაერთიანებული სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიაში მიმდინარე სიახლეები. წარმოადგინეს ფაკულტეტზე მიმდინარე საინჟინრო სამეცნიერო პროექტები. ხაზი გაუსვეს მასში სტუდენტების მონაწილეობის მნიშვნელობას. გარდა ამისა, წარმოადგინეს ფაკულტეტის რესურსებით შექმნილი საუნივერსიტეტო მნიშვნელობის სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუ-ში სასწავლო პროცესების წარმართვას, მონიტორინგსა და გამჭვირვალეობას.

სტუ-ს MCC-ის განათლების პროექტის დირექტორი და ექსპერტები ეწვივნენ

MCC-ის განათლების პროექტის დირექტორი და ექსპერტები 18 -21 მარტს წამყვან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სამუშაო შეხვედრებს მართავენ. ვიზიტის მიზანია ქართული უნივერსიტეტების საგანმანათლებლო/პროგრამული და სამეცნიერო/ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესწავლა და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო პროგრამების ABET-აკრედიტაციის სტანდარტებთან მათი სასწავლო და სამეცნიერო პოტენციალის შესაბამისობის დადგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ასევე MCC/MCA-ის წარმომადგენელთა აზრით, რეალურად კარგი შანსია ამ ვიზიტის დროს დაიწყოს წამყვანი უნივერსიტეტების უცხოური (ამერიკული) აკრედიტაციის სტანდარტებისადმი შესატყვისობისობის კვლევა, რაც საბოლოოდ კომპაქტის ფარგლებში არსებული მიზნებთან თანხვედრაშია.

 

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები