ERASMUS+ საქართველო - ERASMUS+ კოორდინატორების წლიური შეხვედრა 2018

ERASMUS+ საქართველო - ERASMUS+ კოორდინატორების წლიური შეხვედრა 2018

20-12-2018 19 დეკემბერს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლების რეგულარული შეხვედრების ფარგლებში, 2018 წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
- მობილური სტუდენტების კრედიტების აღიარება. Erasmus+ ოფისმა წარადგინა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მიწოდებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. შეჯამდა 2015-2018 წლებში განხორციელებული სტუდენტური მობილობის შედეგები, კონკრეტულად, კრედიტების აღიარების საკითხთან დაკავშირებით. განხილული იქნა უნივერსიტეტებში ამ მხრივ არსებული ტენდენციები, პრობლემატური საკითხები და მათი მოგვარების გზები.

- ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაცემები უცხო ენაში გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით. განხილული იქნა თსუ-ს მონაცემები მობილობის მსურველი სტუდენტების უცხო ენაში გამოცდების შედეგების შესახებ. წარმოდგენილი იქნა 2015-2018 წლების მონაცემები ფაკულტეტებისა და უცხო ენების მიხედვით და არსებული ტენდენციები.

- აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის გავლენა უნივერსიტეტებზე. აღსანიშნავია, რომ Erasmus+ ოფისი, უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტებთან ერთად, გეგმავს კვლევის ჩატარებას, რომლის მიზანიც იქნება პერსონალის მობილობის ეფექტიანობის შესწავლა. კვლევაში ჩართულმა ექსპერტებმა დამსწრეებს გააცნეს კვლევის ამოცანები და მეთოდოლოგია.

სამუშაო შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტებისა და უნივერსიტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების უფრო მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა Erasmus+ პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

Erasmus+ 2018 წლის შემაჯამებელ შეხვედრაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი.

შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და შეხვედრის მასალები იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება