სტუ-ს დოქტორანტის წარმატება

სტუ-ს დოქტორანტის წარმატება

19-12-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "საინჟინრო ფიზიკის" სადოქტორო პროგრამის (ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) სტუდენტი ანა გოგიშვილი გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრისა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამის 2018 წლის გამარჯვებული გახდა.

პროგრამის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს, შეასრულონ თავიანთ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე, გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილი იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე.

პროექტის ფარგლებში ანა გოგიშვილი შეასრულებს ნაშრომს  „მოწინავე 1H მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპული მეთოდოლოგიის განვითარება და დანერგვა ინ ვივო სწავლებაში ზემაღალი სიმძლავრის ველებისათვის”. მისი ხელმძღვანელები არიან  იულიხის კვლევითი ცენტრის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ნადიმ ჯონ შა, ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი, დოქტორი ეზეკიელ ფარერი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება