პრაქტიკული სემინარი „ტრანსფორმერ პავილიონი ბაქოს ბულვარში“

პრაქტიკული სემინარი „ტრანსფორმერ პავილიონი ბაქოს ბულვარში“

17-12-2018 2019 წლის 4 - 11 თებერვალს, აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი უმასპინძლებს პრაქტიკულ სემინარს „ტრანსფორმერ პავილიონი ბაქოს ბულვარში“, რომელიც ჩატარდება ზამთრის სკოლის ფარგლებში.

პრაქტიკულ სემინარზე სტუდენტები გაეცნობიან ქალაქის ისტორიული არქიტექტურის მარგალიტებს, ასევე, ქვეყნის რეგიონების სილამაზეს და მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ პროგრამებში. ზამთრის სკოლის თარიღი და თემა შესაძლებელია შეირჩეს ჯგუფის მოთხოვნიდან გამომდინარე.

მონაწილეობის გადასახადი
1. 10-კაციანი ჯგუფი - $ 490 (ჯგუფის ლიდერისთვის - 300 $)
2. 20-კაციანი ჯგუფი - $ 440 (ჯგუფის ლიდერისთვის უფასო)

გადასახადში გათვალისწინებულია ვორკშოპის მასალები, განთავსება 4-ვარსკვლავიან სასტუმროში, სამჯერადი კვებით, ტრანსფერი აეროპორტიდან, ექსკურსიები, სამგზავრო ხარჯები ქვეყნის შიგნით.

მონაწილეობის გადასახადში არ შედის ავიაბილეთები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაეკონტაქტეთ:
იზა მურადოვი (Isa Muradov), საერთაშორისო ურთიერთობების ოფიცერი
ელ.ფოსტა: summerschools@azmiu.edu.az

 

სიახლეებში დაბრუნება