აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია

17-12-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის „აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორიამ“ წარმატებით გაიარა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის მიერ დაწესებული ეროვნული სტანდარტის მოთხოვნები და მიენიჭა სტანდარტი: სსტ ისო/იეკ 17025:2010.

აგროეკოლოგიური სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია აკრედიტებულია შემდეგ სფეროებში: წყალი (19 პარამეტრი), ხილი, ბოსტნეული და მისი გადამუშავების პროდუქტი (9 კომპონენტი), მარცვალი და მარცვალგადამუშავების პროდუქტები (2 კომპონენტი), რძე და რძის პროდუქტები (2 კომპონენტი), ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები (6 კომპონენტი), ნიადაგები (16 კომპონენტი), ნიმუშის აღება ნიადაგები (6 კომპონენტი). აღსანიშნავია, რომ ლაბორატორია ამ მხრივ უნიკალურია საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ სასწავლო-სამეცნიერო-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში.

საგულისხმოა, რომ 2019 წელს დაგეგმილია სფეროს გაფართოება და ახალი კომპონენტების დამატება.

 

სიახლეებში დაბრუნება