სტუ-ს მეწარმეობის დღე

სტუ-ს მეწარმეობის დღე

17-12-2018 25 დეკემბერს, 11:00 – 18:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ჩატარდება „სტუ-ს მეწარმეობის დღე“.

სტუ-ს ინოვაციების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზატორობით, ღონისძიება ტარდება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში.

ღონისძიების მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის მეწარმეობა, ინოვაციები, რას ნიშნავს Start Up, რა არის პროდუქტის პროტოტიპი და სხვა.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ ნებსიმიერ სტუდენტსა თუ აკადემიური წრის წარმომადგენლებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სამეწარმეო იდეები; სურთ, უფრო მეტი გაიგონ ინსპირირებული სამეწარმეო ცოდნისა და ამ მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების შესახებ; ვინც დაინტერესებულია ინოვაციებითა და მეწარმეობით და ღონისძიების თემატიკით გათვალისწინებული სხვა აქტუალური საკითხებით.

სტუ-ს მეწარმეობის დღე ითვალისწინებს სამოტივაციო და სასესიო გამოსვლებს, ჯგუფურ მუშაობებს და პრეზენტაციებს, პარალელურ აქტიობებს. ღონისძიებებს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები და მოდერატორები.

ამასთან ერთად, წარმოდგენილი იქნება პროექტი InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) და პროექტის სამომავლო გეგმები.

აღსანიშნავია, რომ პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (573965-EPP-1-2016-1-SE-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში.     
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223)  ან სტუდენტურ თვითმმართველობას.

    

 

სიახლეებში დაბრუნება