არდუინოსა და პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების შემსწავლელი სასწავლო სამეცნიერო ცენტრი მოსწავლეებისთვის

არდუინოსა და პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების შემსწავლელი სასწავლო სამეცნიერო ცენტრი მოსწავლეებისთვის

16-12-2018 სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ნოემბრის თვიდან მუშაობას შეუდგა არდუინოსა და პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების შემსწავლელი სასწავლო სამეცნიერო ცენტრი მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეებისათვის, პროფ. ჯემალ გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით. ცენტრი ორიენტირებულია პროგრამისტ - გამომგონებლების აღზრდაზე.

ბავშვები უკვე გაეცნენ არდუინოს კონტროლერის ძირითად თვისებებს; გრაფიკული დაპროგრამების ინსტრუმენტალურ საშუალებას ფლპროგ-ს; ბულის ალგებრის ბაზურ ფუნქციებს: და, ან, არა, გამომრიცხავი ან; ასევე, დაპროგრამების ძირითად ელემენტებს: გენერატორებს, ტრიგერებს, მთვლელებს; ელექტრონიკის ძირითად კომპონენტებს: წინაღობებს, შუქდიოდებს, დისპლეებს, სერვო და ბიჯურ ძრავებს. მათი გამოყენებით მომავალი გამომგონებლები უკვე აგებენ და ტესტირებას უკეთებენ სხვადასხვა ელექტრონულ სქემებს, მოწყობილობებსა და გაჯეტებს.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს თვეებში განზრახულია გუნდის მომზადება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში და ექსპოჯორჯიას გამოფენაში მონაწილეობისათვის.

 

სიახლეებში დაბრუნება