პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრენინგები ლინკოპინგის უნივერსიტეტში

პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრენინგები ლინკოპინგის უნივერსიტეტში

16-12-2018 2-9 დეკემბერს ლინკოპინგის უნივერსიტეტში (შვედეთი) ჩატარდა ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრენერთა-ტრეინინგის (ToT) სასწავლო კურსი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში, რომელშიც წარმატებით მიიღეს მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა მანუჩარ შიშინაშვილმა (სამშენებლო ფაკულტეტი) და ბორის გითოლენდიამ (სატრანსპორტო და მანქანათმშნებლობის ფაკულტეტი).

ტრეინინგი ეხებოდა ინოვაციური პედაგოგიკის მეთოდებს - ე.წ. შებრუნებული საკლასო ოთახის მოდელებს და აქტიურ სწავლებას (Flipped Classroom, Active Learning in the Flipped Classroom).

აღნიშნულ სემინარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად  ესწრებოდნენ PRINTEeL პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები შვედეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და ბელარუსიიდან (18 მონაწილე 9 უნივერსიტეტიდან).

სასწავლო კურსი ერთი კვირის განავლობაში საკმაოდ დატვირთულ და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა და მოიცავდა სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის სასესიო და სალექციო საათებს (ALC session); სასწავლო ვიზიტებს; პრაქტიკულ და ჯგუფურ სამუშაობს; ჯგუფურ და ინდივიდუალურ პრეზენტაციებსა და როლურ თამაშებს. ტრეინინგები, ასევე, ითვალისწინებდა სალექციო კურსების რედიზაინსა და ვიდეოლექციების შექმნის პრაქტიკულ სამუშაოებს.

ტრეინინგ-სემინარების ძირითადი თემატიკა ეხებოდა ინოვაციური პედაგოგიკის და სწავლისა და სწავლების ინოვაციური Flipped Classroom  ანუ ე.წ. შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდს, პედაგოგიკის ამ მეთოდის შესაბამისი უნარების განვითარებას, Flipped Classroom სწავლების მეთოდებსა და მოდელებს, მასიურად ღია ონლაინწყაროებზე წვდომისათვის საჭირო უნარებს და კონპეტენციებს. სასწავლო კურსი მთლიანად ეფუძნებოდა ლინკოპინგის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოცდილებას.
ტრეინინგ-სემინარებს უძღვებოდნენ ლინკოპინგის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული გადამზადების ცენტრის „დიდაქტიკუმის“ (TSDC) მრავალწლიანი, პრაქტიკული გამოცდილების მქონე  ტრენერები: პროფ. ჯენერიკ ლუნდკიტი (PRINTeL პროექტის ინსტიტუციონალური კოორდინატორი და დიდაქტიკუმის ხელმძღვანელი), დირექტორის თანაშემწე პიტერ დელენიუსი (TSDC დიდაქტიკუმის მენეჯერი, პედაგოგიკის ტრეინინგ კურსის ლიდერი) და გუნვერ ლარსონი (დიდაქტიკუმის მენეჯერი, პედაგოგიკის კურსის წამყვანი), ასევე, ლინკოპინგის უნივერსიტეტის სხვა პროფესორები.

ინტენსიურ და საკმაოდ დატვირთულ სამუშაო და სალექციო კურსების ბოლოს, ტრეინინგის განმავლობაში დამუშავებული, ფინალური პროექტის შეფასების შემდეგ, ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი ToT სერტიფიკატები.

აღსანიშნავია, რომ  PRINTEeL პროექტის ტრენერთა ტრეინინგის ყველა საერთაშორისო აქტივობის მონაწილე, ტრეინინგებიდან დაბრუნების შემდეგ, 3 თვის ვადაში ვალდებულია, საერთაშორისო პრაქტიკა, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს კოლეგებსა და სტუდენტებს.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება