წარმატება შეჯიბრში

14-03-2013
პროგრამირების გუნდის წარმატება საერთაშორისო შეჯიბრებაში                  
 
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული “არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ალგორითმული და პროგრამული მეთოდების შემსწავლის ცენტრის” მოსწავლეებმა უკრაინაში (ხარკოვში) გამართულ შეჯიბრებაში წარმატებას მიაღწიეს.
 
პროგრამირების საერთაშორისო საზამთრო სკოლა 15-25 თებერვალს ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობისათვის მიწვეული იყვნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული “არასტანდარტული ამოცანების ამოხსნის ალგორითმული და პროგრამული მეთოდების შესწავლის ცენტრის” მოსწავლეები: ბექა მოდრეკილაძე, ნიკოლოზ სვანიძე, ელენე მაჩაიძე და ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე.
 
სტუ-ს გუნდი, რომელიც სხვა გუნდებისგან განსხვავებით სკოლის მოსწავლეებით იყო დაკომპლექტებული,  მე-12 ადგილზე გავიდა (რეიტინგის გათვალისწინებით), ურეიტინგოდ, ე. ი. მოპოვებული ქულებით კი – მე-8 ადგილზე.
 
უნდა აღინიშნოს, რომ სტუ-სთან არსებული გუნდი  სკოლის მოსწავლეებითაა დაკომპლექტებული და არა სტუდენტებით. მიუხედავად ასეთი კონკურენტული გარემოსი, მან საქართველოს გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები