საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია - საერთაშორისო კონფერენცია „ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება - განახლებადი ენერგიის განვითარება 2018“

საგამოფენო ცენტრი ექსპო ჯორჯია - საერთაშორისო კონფერენცია „ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება - განახლებადი ენერგიის განვითარება 2018“

13-12-2018 14 დეკემბერს, 10:30 სთ., საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის (Gncold) ორგანიზებით, საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში (პავილიონი #11) გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია „ჰიდრო ნაგებობების (კაშხლების) უსაფრთხოება - განახლებადი ენერგიის განვითარება 2018“.

კონფერენცია ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში განხილული იქნება ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების საკითხები. ბოლო დროს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე  გახშირებულმა ავარიებმა (შუახევიჰესის  გვირაბი,  ბახვიჰესი, ლარსიჰესი  და სხვა) კიდევ უფრო აქტუალური გახადა ჰიდროელექტროსადგურებზე, ინფრასტრუქტურულ, წყალსამეურნეო და სამელიორაციო ობიექტებზე ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. აშკარაა, რომ პრობლემა სისტემური ხასიათისაა და მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება.

კონფერენციაში  მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი საერთაშორისო და ქართველი დარგის სპეციალისტები. წარმოდგენილი იქნება ახალი მიდგომები, ტექნოლოგიები და საერთაშორისო პრაქტიკა ჰიდროტექნიკური ნაგებობების კაშხლების უსაფრთხოების  უზრუნველყოფისათვის. უცხოელ და ქართველ კოლეგებთან ერთად, კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვლენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებიც.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა სქართველოში განახლებადი ენერგიების ათვისებაში (ჰიდრო, ქარი, მზე) არსებული სიტუაციებისა და პრობლემების განხილვას.

 

სიახლეებში დაბრუნება