სტაჟირება სტუდენტებისთვისკორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში

სტაჟირება სტუდენტებისთვისკორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში

13-12-2018 კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟირებასთან დაკავშირებით, შემდეგ მიმართულებებში:

• საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური
• კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა
• საგამომცემლო სამსახური
• კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება)

სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერტიფიკატი.

სტაჟირების კანდიდატმა მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე უნდა  წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე  განაცხადის ფორმა
• ავტობიოგრაფია CV;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
• ორი ფოტოსურათი (3×4).
• სამოტივაციო წერილი.

საკონტაქტო პირი:
გვანცა ბოჭორიშვილი (სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი)
ტელ.: 577 977 192

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

სიახლეებში დაბრუნება