კომპანია Softmaster Trade - ვაკანსია სტუდენტებისთვის

კომპანია Softmaster Trade - ვაკანსია სტუდენტებისთვის

11-12-2018 კომპანია Softmaster Trade სტუდენტებისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგი მიმართულებებით:
• ქსელები;
• პროგრამირება;
• მიკრო ელეტრონიკა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით (მიიღებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერის ტექნიკური მხარეების ცოდნა;
  • ოპერაციული სისტემების ცოდნა;
  • პროგრამების ინსტალაციის ცოდნა;
  • პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სწრაფად ათვისების უნარი და ახალი ტექნოლოგიების შესწავლის სურვილი;
  • ინგლისური და/ან  რუსული ენების ცოდნა (სავალდებულოა).
  • ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • მოხერხებულობა და სისხარტე;
  • გუნდში მუშობის უნარი;
  • ორიენტირებულობა ახალი ტენდენციების გაცნობისა და პროფესიულ განვითარებაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მიმდინარე წლის 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა გააგზავნონ თავიანთი რეზიუმე ელ.ფოსტაზე hr.softmaster@gmail.com. სათაურის ველში უნდა მიეთითოს სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული რეზიუმე არ განიხილება.

 

სიახლეებში დაბრუნება