პრეზენტაცია

13-03-2013

სტუ-ის ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას 100 000 ახალი წიგნი დაემატასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას 100 000 ახალი წიგნი დაემატა

12 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, ტექნიკურ მეცნიერებათა დარბაზში ჩატარდა 100 000 ახალი წიგნის პრეზენტაცია და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზას 100 000 ახალი წიგნი დაემატა. პრეზენტაცია გამართა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენელმა, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის ელექტრონული რესურსების ლიცენზიების კოორდინატორმა საქართველოში, თამარ ხახუტაშვილმა. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის დახმარებით გამოწერილი ელექტრონული რესურსების (EBSCO, Cambridge University Journals, Royal Society Journals Collection) შევსებისა და კონსორციუმის სხვადასხვა სერვისის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში ზურაბ გასიტაშვილი, რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი, სტუ-ის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორი ვაჟა პაპასკირი, ფაკულტეტების დეკანები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები