ჩემპიონატი

24-03-2008
საქართველოს პირველი სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში
სტუ- გამარჯვებით დასრულდა
 
22 მარტს  "შარდენის"  ქუჩაზე მდებარე საბილიარდო კლუბ "აკურაში" დასრულდა საქართველოს პირველი სტუდენტური ჩემპიონატი ბილიარდში, სახეობა"პულში". ჩემპიონატი საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.
სტუდენტურ ჩემპიონატში, რომელმაც სულ 5 დღეს გასტანა,  საქართველოს 12 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა ("თსუ", "სტუ", "სამედიცინო", "ESM " "თეატრალური" და სხვები...) მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნულ ჩემპიონატში სტუ-ს წარმოადგენდნენ სტუდენტები: რატი წერეთელი და გაგა რიჟამაძე.
ბიჭებს შორის I ადგილი სტუ-ს სტუდენტმა რატი წერეთელმა დაიკავა, რომელმაც ფინალში სძლია (9:7)  სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს,  გიორგი კორძაიას.
ბიჭებს შორის III ადგილის მფლობელი ასევე სტუ-ს სტუდენტი გაგა რიჟამაძე გახდა.
გამარჯვებულებს თასები, მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები (ტელევიზორები და DVD-ფლეერები) გადაეცათ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები