სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

10-12-2018 17 დეკემბერს, 14:00 სთ., სტუ–ს ი. ნიკოლაძის სახელობის დარბაზში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.

კონფერენცია ეძღვნება საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, ხელოვნებათმცოდნობის დოქტორის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კათედრის გამგის, პედაგოგის და საზოგადო მოღვაწის, თბილისის საპატიო მოქალაქის, მეორე მსოფლიო ომის გმირის ირაკლი ციციშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს.

კონფერენციაზე მოსმენილი იქნება დარგის სპეციალისტების გამოსვლები. მომხსენებლები გააშუქებენ არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის აქტუალურ საკითხებს; წამოჭრიან პრობლემებს და განიხილავენ მათი გადაწყვეტის გზებს.

კონფერენციის პირველ ნაწილი დაეთმობა ბატონ ირაკლი ციციშვილის მოგონებას, ხოლო მეორე ნაწილში გაიმართება სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა.


 

სიახლეებში დაბრუნება