მონოგრაფია "მცირე ეკონომოლოგია. ეკონომიკური თეორიის ახალი პარადიგმები"

მონოგრაფია "მცირე ეკონომოლოგია. ეკონომიკური თეორიის ახალი პარადიგმები"

07-12-2018 ცნობილმა ევროპულმა გამომცემლობამ Palmarium academic publishing (გერმანია) რუსულ ენაზე გამოსცა საქართველოს ტექნკური უნივერსიტეტის პროფესორის გიორგი მალაშხიას მონოგრაფია "მცირე ეკონომოლოგია. ეკონომიკური თეორიის ახალი პარადიგმები".

ეკონომისტი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, პუბლიცისტი და პოეტი გიორგი მალაშხია საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორია (საინჟირო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტი). მისი წიგნი წარმოადგენს  ფუძემდებლური ეკონომიკური და სოციალური მოვლენების ფართო მკითხველისათვის  ადვილად გასაგებ და მოკლე, ახლებურ გადმოცემას. ავტორი გამოკვლევების საფუძველზე იძლევა ძირეულ  სოციალურ და ეკონონიკურ პრობლემათა გარშემო არსებული შეხედულებების ალტერნატიული მოსაზრებების დასაბუთებას ეკონომიკურ თეორიაში, სოციოლოგიასა და სოციალურ ფილოსოფიაში. წიგნში, ასევე, გადმოცემულია ეკონომიკური  და საზოგადოებრივი ცხოვრების მომავალი არქიტექტურის შტრიხების ავტორისეული ხედვა.

 

სიახლეებში დაბრუნება