სტუ-ს ც.მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი - ღია კონკურსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად

სტუ-ს ც.მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი - ღია კონკურსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად

06-12-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც.მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობების დასაკავებლად.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ც.მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო საბჭო ინსტიტუტის დებულების თანახმად, აცხადებს ღია კონკურსს, 5 წლის ვადით ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების თანამდებობის დასაკავებლად, ქვემოთ ჩამოთვლილ ვაკანტურ თანამდებობებზე:
  1. ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების უფროსი - 1 საშტატო ერთული;
  2. ზღვებისა და წყალსატევების განყოფილების უფროსი -  1 საშტატო ერთული;
  3. მელიორაციის განყოფილების უფროსი -  1 საშტატო ერთული;
  4. გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების უფროსი - 1 საშტატო
  5. ერთული;
  6. მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილების
  7. უფროსი -  1 საშტატო ერთული.
კონკურსის ჩატარების პირობები:

 1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და აკმაყოფილება შესაბამისი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;
ბ) ცალკეული სტრუქტურული ერთეულების მიხედვით დამატებითი მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ინსტიტუტის ვებგვერდზე.

2. კონკურსნტმა უნდა წარმოადგინოს:
ა) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
გ) სამეცნიერო /სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
დ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ე) სტრუქტურული ერთეულის სტრატეგიული განვითარების შესახებ ხედვა - წერილობითი ფორმით.

3. განცხადების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები:

- განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 12 დეკემბერიდან 17 დეკემბერის ჩათვლით, 10 00 -დან 17 00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. 60 ბ. ტელ. (995 32)2 224 094; ოთახი 208.

კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 21 დეკემბერს, კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს, ინსტიტუტის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და ინსტიტუტის ვებგვერდზე.

კონკურსი ტარდება „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, რომელსაც კონკურსანტი შესაძლებელია გაეცნოს ინსტიტუტის ვებგვერდზე. კონკურსის შედეგები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

სიახლეებში დაბრუნება