დისტანციური სწავლების II ეროვნული კონფერენცია

დისტანციური სწავლების II ეროვნული კონფერენცია

28-11-2018

22 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ დისტანციური სწავლების მეორე ეროვნული კონფერენცია გაიმართა, სადაც მოხსენება გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა (საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).

პროფ. ზაზა ცოტნიაშვილის მოხსენების თემას წარმოადგენდა ”კომბინირებული სწავლების უპირატესობანი“. აღსანიშნავია, რომ პროფ. ცოტნიაშვილმა მონაწილოება მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებულ ინტენსიურ TOT ტრენინგ-კურსებში, რომელიც გაიმართა პროექტის პარტნიორი, გრაცის FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (ავსტრია). ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა თავის მოხსენებაში ღონისძიების მონაწილეებს გაუზიარა PRINTeL პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და მისმა მოხსენებამ საყოველთაო ინტერესი გამოიწვია საქართველოში შერეული სწავლების ფართოდ დანერგვის გზების დასახვის თვალსაზრისით.

აღსანიშნავია,  რომ სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ დისტანციური სწავლების მეორე ეროვნული კონფერენციაზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, განათლების სექტორის სხვადასხვა უწყების 80-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავცრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კონფერენციის მიზანს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში, დისტანციური სწავლების მიმართულებით მომუშავე და დაინტერესებული ორგანიზაციების, სასწავლო ცენტრებისა და უნივერსიტეტების შეკრება, გამოცდილების გაზიარება და დარგის შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით, თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობა წარმოადგენდა. 

დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ორგანიზებით, ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს ჯეფერსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით მეორედ ჩატარდა.

 

სიახლეებში დაბრუნება