Stipendium Hungaricum უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა 2019/20 აკადემიური წლისათვის

Stipendium Hungaricum უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა 2019/20 აკადემიური წლისათვის

27-11-2018 ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი - Eötvös Loránd University (ELTE) (უნგრეთი) უცხოელი სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს Stipendium Hungaricum უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე, 2019/2020 აკადემიური წლისათვის.

პროგრამა ფარავს სწავლის საფასურს და მოიცავს ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის ყოველთვიურ სტიპენდიას თვეში 130 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტებისთვის -  თვეში  450 ევროს ოდენობით სწავლის პირველ ფაზაში (4 სემესტრი) და თვეში 580 ევროს ოდენობით - სწავლის მეორე ფაზაში (4 სემესტრი). ასევე, საერთო საცხოვრებელისა ან დამატებითი ხარჯებისთვის 130 ევროს და სამედიცინო დაზღვევას.

ონლაინ სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15.01.2019.

სასტიპენდიო პროგრამებთან და სააპლიკაციო პროცედურებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება