საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლა კორუნიას უნივერსიტეტში 2019

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლა კორუნიას უნივერსიტეტში 2019

26-11-2018 2019 წლის 22 ივლისიდან 2 აგვისტომდე ესპანეთის ლა კორუნიას უნივერსიტეტში (Universidade da Coruña - UDC) გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, სადაც საერთაშორისო ვიზიტორი ლექტორები ჩაატარებენ ინტენსიურ სასწავლო კურსებს სტუდენტებისთვის.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლის კურსების სამეცნიერო მიმართულებები მრავალფეროვანია, მათ შორისაა სამართალი, ბიზნესი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ტექნოლოგიები.

თითოეული სასწავლო კურსი უნდა მოიცავდეს 42 აკადემიური საათს და შეესაბამებოდეს 6 ECTS კრედიტს.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ ონლაინსააპლიკაციო ფორმა 2018 წლის 14 დეკემბრამდე.

დეტალური ინფორმაცია საერთაშორისო საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

 

სიახლეებში დაბრუნება