სტუ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ნუსხაში

სტუ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ნუსხაში

22-11-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების ნუსხაშია შეტანილი. 

შეფასებაში „მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი QS: აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია 2019", 26 ქვეყნის 300 საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელი შევიდა, მათ შორის ორი ქართული უნივერსიტეტი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  

რეიტინგის მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მოხვდა კატეგორიაში 250-300.

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტები ხელმძღვანელობდნენ რამდენიმე კრიტერიუმით: სამეცნიერო რეპუტაცია, რეპუტაცია დამსაქმებელთა შორის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შემადგენლობის თანაფარდობა, ინტერნეტ-რესურსების ეფექტურობა, პუბლიკაციების მხრივ აქტიურობა, პუბლიკაციების სამეცნიერო ციტირება, თანამშრომლების წილი სამეცნიერო ხარისხით, ინტერნეტში ყოფნა, უცხოელ პროფესორ-მასწავლებელთა შემადგენლობის წილი და უცხოელ სტუდენტთა წილი.

კვლევის დროს გამოიკითხა 125 ათასი რესპონდენტი მთელ მსოფლიოში, მათ შორის მასწავლებლები და მეცნიერ–თანამშრომლები.

QS Quacquarelli Symonds ბრიტანული კომპანიაა, რომელიც სპეციალიზებულია განათლების სფეროში.

წყარო - სააგენტო Sputnik-Georgia.

 

სიახლეებში დაბრუნება