შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებთან

შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის სპეციალობის სტუდენტებთან

21-11-2018 22 ნოემბერს, 13:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე შეხვედრას გამართავს მეღვინე ტექნოლოგი თემურ გონჯილაშვილი.

ბატონი გონჯილაშვილი შეხვდება მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს და გააცნობს მათ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ასევე, მომავალ მეღვინეებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას აღნიშნულ დარგში.

 

სიახლეებში დაბრუნება