დიტერ ბოდენის საჯარო ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

დიტერ ბოდენის საჯარო ლექცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

08-11-2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, გერმანელმა დიპლომატმა, გასული საუკუნის 90-იან წლებში გაეროსგენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა საქართველოში, დიტერ ბოდენმა, ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე - „კონფლიქტების დარეგულირების პერსპექტივები საქართველოში“.

„მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე მოსაზრება, ჩემი ხედვა, აფხაზეთისა და ოსეთის კონფლიქტის გადაწყვეტის საქმეში. 10 წლის წინ დავტოვე სამსახური და პენსიაში გავედი, თუმცა, დღემდე ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე, კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან. ჩემი მოსაზრებები ეფუძნება მხოლოდ წლების მანძილზე მიღებულ გამოცდილებას და ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებებია. მოგახსენებთ, რომ ვიყავი გაეროს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში და, ამდენად, თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო აღნიშნულ საკითხებზე - ეს წარმოუდგენლად მძიმე თემაა. იმ დროისთვის ორმაგი მანდატი მქონდა, რაც გადაწყვეტილებების მიღებას მიადვილებდა.

კონფლიქტთან დაკავშირებული ყველა ფაქტი სრულყოფილად რომ წარმოგვეჩინა, გვყავდა დამკვირვებლები, მათ ჰქონდათ სრულყოფილი ინფორმაცია, რაც ჩემთან იყრიდა თავს და ჩვენთან არსებული ჯგუფი  პოლიტიკური ექსპერტებისა გვეხმარებოდა, 1995-96  წლებში სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიგვეღო. ჩვენი ორი ოფისიდან ერთი სოხუმში იყო, მეორე - თბილისში და, პერიოდულად, ორივეგან ყოფნა მიწევდა. ამიტომ, მქონდა სრული ინფორმაცია ორივე მხარისაგან. სოხუმში საოფისედ ბერიას ყოფილი აგარაკი დაგვითმეს, სწორედ ამ აგარაკზე შესრულდა პირველი სამუშაოები“, - განაცხადა დიტერ ბოდენმა.

დიტერ ბოდენის თქმით, ფაქტია, რომ კონფლიქტები კვლავაც არსებობს და მათი გადაჭრა ჯერ ვერ მოხერხდა. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს მთავარი მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯები, რათა კონფლიქტების მოგვარება სწორი მიმართულებით მოხდეს.

„ვფიქრობ, სამშვიდობო პროცესის განახლებას ალტერნატივა არ გააჩნია. ეს არ არის მხოლოდ კავკასიის რეგიონის პრობლემა, არამედ ეს არის პრობლემა რუსეთისა და ევროპისთვისაც, თუკიკონფლიქტს ისეთ მდგომარეობაში დავტოვებთ, როცა ის შეიძლება ნებისმიერ მომენტში აფეთქდეს, როგორ იოლადაც ეს 2008 წელს მოხდა. 2008 წლის შემდეგ საქართველო ღიად დაადგა კურსს,რომელიც პირდაპირ დასავლეთისკენ მიდის. ვფიქრობ, ასეთი არჩევანის გაკეთება ნებისმიერი ქვეყნის უფლებაა. საქართველო ან რომელიმე სხვა ქვეყანა არ უნდა დაისაჯოს ასეთი გზის არჩევისთვის.მაგრამ რეალობა უნდა იქნას მიღებული ისეთად, როგორიც არის, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ, რასაკვირველია, უნდა გაითვალისწინოს ირგვლივ მყოფი მეზობლების უსაფრთხოების ინტერესები.ამ დრომდე ვერ ვხედავ, რომ საქართველოს რომელიმე მეზობლის ძირითადი სასიცოცხლო ინტერესი შელახულიყოს. ასე რომ, ვფიქრობ, სამშვიდობო პროცესი უნდა წარიმართოს, რა თქმა უნდა, 2008წლის შემდგომი ისტორიის გათვალისწინებით. ვფიქრობ, უნდა წარიმართოს მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ყველა მხარესთან, რა თქმა უნდა, რუსეთთანაც. გვაქვს ჟენევის მოლაპარაკებები და გვაქვსორმხრივი მოლაპარაკებები თქვენსა და რუსეთს შორის. თქვენი ელჩი, ზურაბ აბაშიძე, და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინი რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს, თუმცა ესმოლაპარაკებები დღემდე წინ არ წასულა. ვგულისხმობ იმას, რომ პრობლემას წარმოადგენს რეალური წინსვლა ცეცხლის შეწყვეტის მიღმა კონფლიქტის მოგვარების გზის მოსაძებნად. დღეს ეს არისპრობლემა“, - აღნიშნა დიტერ ბოდენმა.

დიტერ ბოდენი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზეც ძალიან მნიშვნელოვანია, კონფლიქტების მოგვარების ინიციატივა საქართველომ აიღოს, რაც დღევანდელი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით,რთულია.


 

სიახლეებში დაბრუნება