საერთაშორისო ფესტივალი

30-01-2013
ფონდი რომუალდო დელ ბიანკო
ცხოვრება ტურიზმის მიღმა

10-17 მარტს, ფონდი რომუალდო დელ ბიანკოს ორგანიზებით, ფლორენციაში (იტალია) ჩატარდება საერთაშორისო ფესტივალი „ხარისხისა და პროფესიული კვირა“ სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, პროფესორებისა და პროფესიონალებისთვის.
აღნიშნული კვირეულის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
 
·         საერთაშორისო სტუდენტური სემინარები (10-17. 03.13), თემებზე:
1.       ფერები ხელოვნებასა და კულტურაში
2.       ახალი ურბანიზმი
3.       ტრადიციული ოსტატობის გამოყენება თანამედროვე არქიტექტურაში: ინოვაცია თუ ილუზია?
 
·         ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა (11-17.03.13)
·         ფლორენციის მსოფლიო ფესტივალი (15-17.03.13)
·         კვირეულის ბოლოს გაიმართება ფონდის ექსპერტების XV მრგვალი მაგიდა
 
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: http://new.lifebeyondtourism.org/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები