ყურადღება!

28-01-2013
აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
 
ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან აღდგენის წესით ჩარიცხვის მსურველებმა,   2013 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის  ჩათვლით, განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1.      განცხადება;
2.      პირადობის მოწმობის ასლი;
3.      სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4.      ატესტატის (დიპლომის) ასლი;
5.      ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6.       ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
7.      გარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
8.      სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
 
 უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საყურადღებოდ!
 
ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში  2012-2013 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში (ფაკულტეტებს შორის და ფაკულტეტის შიგნით) საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველმა სტუდენტებმა, 2013 წლის 28 იანვრიდან 8 თებერვლის  ჩათვლით, განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით უნდა მიმართონ  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350). საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ - კვირის გარდა, 1000 საათიდან 1600 საათამდე.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1.      განცხადება;
2.      პირადობის მოწმობის ასლი;
3.      სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4.      სტუდენტის სტატუსის ცნობა;
5.      დოქტორანტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობა;
6.      სწავლის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ცნობა ბუღალტერიიდან.
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები