საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა "ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია - 2019"

საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა "ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია - 2019"

02-11-2018 ცხადდება მიღება საფრანგეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაზე "ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია - 2019".

 ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვე) შემდეგი მიმართულებით:

- სამართალი;
- ეკონომიკა და მართვა;
- პოლიტიკური მეცნიერებები;
- საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისათვის;
- დოქტორანტებისათვის (საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა, ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 11 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია ეიფელის სტიპენდიების პროგრამასთან დაკავშირებით იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება