საინფორმაციო შეხვედრა - სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

საინფორმაციო შეხვედრა - სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სასტიპენდიო პროგრამა

01-11-2018 26 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შეხვედრების ოთახში გაიმართება სტუ-ს სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა, სადაც სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის (University of Science and Technology - UST)  წარმომადგენლები სტუდენტებს წარმოუდგენენ UST სასტიპენდიო პროგრამას.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი 2003 წელს დაარსდა და არის სახელმწიფო უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანება სამხრეთ კორეაში (კამპუსები აქვს სეულში, სუვონში, ჩონგონში, ანსანში, სეონონნმენსა და დიჯეონში).

ინსტიტუციის ძირითადი მიმართულებაა ინჟინერია.

 


 

სიახლეებში დაბრუნება