ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება
23 იანვარს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია შპს "Eurostar"-ს (ქ. სტამბული, თურქეთი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიზანია, უზრუნველყოს უცხოელი სტუდენტების მოზიდვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლებლად.