პრეზენტაცია

20-02-2013
პროექტის პრეზენტაცია 
 
20 თებერვალს მცხეთის რაიონის სოფელ ნატახტარში ბიონარჩენებზე მომუშავე ენერგოეფექტური გათბობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, დაესწრო აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი. 
პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის შეფასებას, ნატახტარის საჯარო სკოლაში ბიონარჩენებზე მომუშავე ენერგოეფექტური გათბობის ჰიდრავლიკური სისტემის მოწყობას და ბიომასის წვის დანადგარის მონტაჟს, დანადგარის ტესტირებას, საცდელ გაშვებას და გამართვას.
პროექტის შედეგებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოს სოფლის მოსახლეობამ, სასკოლო დაწესებულებებმა, ფერმრული მეურნეობებმა, სხვადასხვა საზოგადო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტმა. პროექტს ექნება მისაბაძი მაგალითის ფუნქცია და არსებითად გააიაფებს სოფლის მოსახლეობის სითბური ენერგიით მომარაგებას. ამასთან ერთად, პროექტს ექნება ნარჩენი ბიომასის, როგორც ხელმისაწვდომი და ეკონომიკურად მომგებიანი სათბობის, პოპულარიზაციის ფუნქციაც. ის შექმნის სათანადო მოტივაციას იმისთვის, რომ ყურადღება მიაქცეს სოფლად ბიომასის ნარჩენების შეგროვებას და ეკოლოგიურ უტილიზაციას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები