საკონსტიტუციო ცვლილებები

21-01-2013
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
 
 
თბილისი საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის  საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. მორიგი საჯარო განხილვა სტუდენტებთან და პროფესორებთან  გაიმართება  22 იანვარს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“  წვეულებათა დარბაზში (თავისუფლების მოედანი N4).
 
საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს  ეხება; ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს.  შეხვედრაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციური ფრაქციებიდან მასმედიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს წარუდგენენ და  საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ.
 
შეხვედრები ასევე შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ოზურგეთი (23 იანვარი), ბათუმი (23 იანვარი), გორი (24 იანვარი), რუსთავი (25 იანვარი), თელავი (25 იანვარი) და ახალციხე (26 იანვარი).  
 
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები