Erasmus+ - კილის უნივერსიტეტის პროფესორთა მობილობა სწავლებისა და ტრენინგის მიზნით სტუ-ში

Erasmus+ - კილის უნივერსიტეტის პროფესორთა მობილობა სწავლებისა და ტრენინგის მიზნით სტუ-ში

27-10-2018 24-28 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სწავლებისა და ტრენინგის მიზნით სტუმრობდნენ პროექტის კოორდინატორი კილის უნივერსიტეტის (Keele University) (ინგლისი) პროფესორები ფილიპა ჩეპმენი (Philippa Chapman) და დევიდ კოლინზი (David Collins).

ინგლისელი სტუმრები კილის უნივერსიტეტის კომპიუტინგისა და მათემატიკის სკოლის თანამშრომლები არიან. სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და დოქტორანტურის სტუდენტებთან ინდივიდუალურ შეხვედრაზე მათ ისაუბრეს მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამებზე, სამეწარმეო კომპეტენციებზე, სათანადო კონსულტაციები გაუწიეს ქართველ კოლეგებს განათლება-მეწარმეობა თანამშრომლობისა და ამ მხრივ, შესაბამისი კავშირების დამყარება-განვითარების მიმართულებით.

მობილობის ფარგლებში გაიმართა ინტენსიური სამუშაო შეხვედრები სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში. შეხვედრებზე განხილული და დამუშავებული იქნა მომავალი თანამშრომლობის დეტალები ახალი ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად პროგრამაში, რომელსაც „ბრიტანული საბჭო“ (The British Council)  საპარტნიორო ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს - „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ (Creative spark: Higher education enterprise program).

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით მობილობის პროგრამაში გათვალისწინებული იქნა კულტურული ღონისძიებებიც, სადაც ინგლისელ სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, უფრო ახლოს გაცნობოდნენ საქართველოს, მის ისტორიასა და კულტურას.

 

სიახლეებში დაბრუნება