სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" - სტაჟირება სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე

სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" - სტაჟირება სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე

24-10-2018 “სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებაზე სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.

თბილისში „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი. 

სტაჟირების ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

შენიშვნა: საჭირო იქნება ხშირი მივლინებების განხორციელება ქსელის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.

სტაჟირების გრაფიკი: სრული, დღის განაკვეთი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ქსელში არსებული მოქმედი პროცედურებისა და წესების გაცნობა სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით;
  • ქსელში არსებული სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, ინსტრუქციებისა და მოვლის წესების დეტალურად შესწავლა;
  • აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება;
  • აპარატურის შეკეთებისა და მოვლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით მივლინებების განხორციელება ქსელის მასშტაბით ჰოსპიტალებში;
  • სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია შემდეგი სპეციალობების კურსდამთავრებული ან სტუდენტი: ბიო-სამედიცინო ინჟინერია, ელექტრო ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
  • პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2 ნოემბერი, 2018.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: Vacancy@evex.ge, ხოლო სათაურში მიეთითება: „სტაჟირება სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე“.

 

სიახლეებში დაბრუნება