Erasmus+ - სალექციო კურსი საგადასახადო და საბიუჯეტო სისტემის შესახებ

Erasmus+ - სალექციო კურსი საგადასახადო და საბიუჯეტო სისტემის შესახებ

23-10-2018 12-18 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში სტუმრობდნენ თურქეთის აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის (Afyon Kocatepe University – AKU) მეცნიერ-თანამშრომლები, ასისტენტ პროფესორი ისმაილ ციგერჩი (Ismail Cigerci) და მკვლევარი ასისტენტი სენემ კოჩი (Senem Koc).

ასისტენტ პროფესორი ისმაილ ციგერჩი და მკვლევარი ასისტენტი სენემ კოჩი ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მეცნიერებების ფაკულტეტის თანამშრომლები არიან და სტუ-ში იმყოფებოდნენ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის პროექტით, რომელშიც მონაწილეობს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტი.

ტექნიკურ უნივერსიტეტში მობილობის პერიოდში აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლები ახლოს გაეცნენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მასში მიმდინარე სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესებს. დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ლაბორატორიები. მობილობის ფარგლებში ახალგაზრდა თურქმა მეცნიერებმა წაიკითხეს სალექციო კურსი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, სადაც განიხილეს თურქეთის ძირითადი საგადასახადო და საბიუჯეტო სტრუქტურა. ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაცია აფიონის კოჩატეპეს უნივერსიტეტის შესახებ.

სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებში თურქმა სტუმრებმა ისაუბრეს თავიანთ სამეცნიერო აქტივობებსა და მიღწევებზე, განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები ერთობლივი კვლევების ჩასატარებლად.
 
მათ, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის - “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“ - ფარგლებში გამართულ სამეცნიერო აქტივობებში. 

მობილობის პროგრამით გათვალისწინებული იყო სოციალურ-კულტურული ღონისძიებები. სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით თურქმა სტუმრებმა ძველი თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

 

სიახლეებში დაბრუნება